ახალი ამბები

ზაზა სოფრომაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მიხეილ დუნდუამ ჩაანაცვლა

1 მაისი, 2018 • 2751
ზაზა სოფრომაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მიხეილ დუნდუამ ჩაანაცვლა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოების, “2030”-ის ანალიტიკოსი მიხეილ დუნდუა იქნება. ამავდროულად, იგი უხელმძღვანელებს სოციალური მომსახურების სააგენტოს. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას  ზაზა ბოხუა დაიკავებს. უწყების თანახმად, ის ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი