ახალი ამბები

ფილიპ დიმიტროვი: საქართველო ევროკავშირისკენ პირველ ნაბიჯს დგამს

18 ნოემბერი, 2013 • • 898
ფილიპ დიმიტროვი: საქართველო ევროკავშირისკენ პირველ ნაბიჯს დგამს

ეს განცხადება დიმიტროვმა ევროპიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 10 წლის შედეგების პრეზენტაციაზე სასტუმრო “რედისონში” გააკეთა:

 

“რამდენიმე დღეში საქართველო დაასრულებს ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობას და გადადგამს პირველ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ყოვლისმომცველი ხელშეკრულების მიზანი არის ის, რომ ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით. ეს არის თავისუფალი ვაჭრობა. ევროპულ კომპანიებს აქვთ საქართველოს ბაზარზე დაშვება, იგივე უნდა შეძლიონ ქართულმა კომპანიებმაც და მათთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნას. ამ თვალსაზრისით ევრობანკთან ქართული კომპანიების თანამშრომლობა მნიშვმელოვანინ იქნება, რადგან არის დიდი გამოწვევა იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქართულმა ბიზნესმა, რათა ფეხი შედგას ევროკავშირის ბაზარზე. ეს ყოველივე ნაწარმოები იქნება ქართული საწარმოების მიმართ ევრობანკის მიერ გაწეული ფინანსური და ტექნუკური მხარდაჭერის შედეგად.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი