“დღეს მუშაობის პირველი დღეა, შესაბამისად, საიტის განახლება დაიწყო, 2–3 დღეში აღდგება, იქნება კვლავ სამენოვანი. უბრალოდ, მოვა შესაბამისობაში. დიზაინი შესაძლოა უმნიშვნელოდ შეიცვალოს, არქივის ნაწილიც ჩვეულებრივად აღდგება”, – აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი თიკო მჟავანაძე.
დღევანდელი დღის ჩათვლით ვებ–გვერდზე პრეზიდენტად კვლავ მიხეილ სააკაშვილი იყო მითითებული, ამჟამად კი საიტზე შესვლისას საქართველოს გერბია გამოსახული, რომლის ქვემოთაც წარწერაა “საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი”.