ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 30 აპრილს, თბილისში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალი გაიზარდა. 24% ამბობს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა. 9%-ს მიაჩნია, რომ კრიმინალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შემცირდა. 4%-მა არ იცის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალი გაიზარდა, შემცირდა თუ იგივე დონეზე დარჩა.
NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.