ახალი ამბები

ივანიშვილის პარტიას სავარაუდოდ კალაძე და ღარიბაშვილი უხელმძღვანელებენ

18 ნოემბერი, 2013 •
ივანიშვილის პარტიას სავარაუდოდ კალაძე და ღარიბაშვილი უხელმძღვანელებენ

 “მე ვადასტურებ, რომ პარტიას ეყოლება ახალი თავმჯდომარე, ახალი გენერლაური მდივანი. ყველა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობა მიიღებს”, – აცხადებს იგი.

 

მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოსაც, რომლის წევრების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს:

 

“ამჟამად არის 21 და სავარაუდოდ შემცირდება”, –აღნიშნავს იგი და დასძენს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილია, რომლის ჩატარებაც 24 ნოემბრისთვის იგეგმება.

 

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას პარტიის სხვა წევრებიც ადასტურებენ. მაგალითად, გია ვოლსკი ამბობს, რომ კალაძე პარტიის გენმდივნის თანამდბეობაზე ერთადერთი კანდიდატურაა.

 

თვითონ კალაძემ დღეს ამ საკითხზე და ცვლილებების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ყველაფერი ყრილობაზე გაირკვევა. დღეისათვის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, საპატიო თავმჯდომარე კი ბიძინა ივანიშვილია. გენერლაური მდივანი მომავალში უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი იქნება. ზემოხსენებული პარტია 2012 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა. მისი პირველი თავმჯდომარე მანანა კობახიძე იყო. მეორე ყრილობაზე პარტიამ საპატიო თავმჯდომარედ ივანიშვილი აირჩია, ხოლო თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურად დატოვა და მისი ფუნქციები პოლიტსაბჭოს მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი