ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქციის მონაწილეებმა სომხეთ-საქართველოს გზა კვლავ გადაკეტეს

29 აპრილი, 2018 • 1782
აქციის მონაწილეებმა სომხეთ-საქართველოს გზა კვლავ გადაკეტეს

სომხეთის მოქალაქეებმა, რომლებიც სომხეთის მთავრობის გადადგომას ითხოვენ, საქართველოსკენ მომავალი გზა გადაკეტეს.

ისინი ავტომობილებს არ ატარებენ, შესაბამისად, ტრანსპორტი ორივე მხარეს გაჩერებულია.

დემონსტრანტებმა, რომელთა სათავეშიც ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი დგას, აქციები იმის შემდეგ განაახლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები ფაშინიანსა და სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არ შედგება.

დემონსტრანტები ითხოვენ არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას, არამედ ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასაც.

ზემოხსენებული გზა დემონსტრანტებმა 25 აპრილსაც გადაკეტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი