ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქციის მონაწილეებმა სომხეთ-საქართველოს გზა გადაკეტეს

25 აპრილი, 2018 • 2282
აქციის მონაწილეებმა სომხეთ-საქართველოს გზა გადაკეტეს

სომხეთის თავუშის რაიონის სოფელ ბარდავანის რწმუნებულის, სუბათ მუგდუსიანის ცნობით, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებმა, რომლებიც სომხეთის მთავრობის გადადგომას ითხოვენ, საქართველოსკენ მომავალი გზა გადაკეტეს.

მისივე ცნობით, ისინი ავტომობილებს არ ატარებენ, შესაბამისად, ტრანსპორტი ორივე მხარეს გაჩერებულია.

საპროტესტო აქციებმა სომხეთში, რომელიც დღეს დილიდანვე განახლდა, უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. დემონსტრანტებმა ქუჩები ერევანშიც გადაკეტეს.

დემონსტრანტებმა, რომელთა სათავეშიც ოპოზიციონერი ნიკოლ პაშინიანი დგას, აქციები იმის შემდეგ განაახლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებები პაშინიანსა და სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არ შედგება.

დემონსტრანტები ითხოვენ არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლას, არამედ ნიკოლ პაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი