ახალი ამბები

სანდრა რულოვსი პირველი ლედობის პერიოდის ფოტოკოლაჟს აქვეყნებს [Video]

17 ნოემბერი, 2013 •
სანდრა რულოვსი პირველი ლედობის პერიოდის ფოტოკოლაჟს აქვეყნებს [Video]

 

“გთავაზობთ 10 წლის პირველი ლედობის პერიოდის ფოტოკოლაჟს რომელსაც ვუძღვნი 2010 წელს დაღუპულ პოლონეთის პირველ ლედის, მარია კაჩინსკას ხსოვნას. მარია ჩემსთვის დიდ მეგობარს და სამაგალითო პიროვნებას წარმოადგენდა”.– წერს ყოფილი პირველი ლედი.

 

ფოტოკოლაჟში ასახულია კადრები, რომელიც წარმოადგენს სანდრა რულოვსს საზოგადოებრივი საქმიანობის დროს, ასევე, ოჯახთან ერთად არაფორმალურ გარემოში.

 

16 ნოემბერს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა კლიპი, რომელშიც მისი პრეზიდენტობის 9 წელია აღწერილი. პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის შესრულების ფონზე, ერთმანეთს ცვლის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ამსახველი კადრები.

 

პირველი ინაუგურაცია, აჭარის ე.წ. რევოლუცია, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტი, მეორე ინაუგურაცია, ვლადიმერ პუტინის და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივი პრესკონფერენცია, აგვისტოს ომი, სხვადასხვა პროექტი, შერონ სტოუნის ვიზიტი, ეს ის მოვლენებია, რომელიც კლიპში ქრონოლოგიურადაა აღწერილი. 

 

შეგახსნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს, 17 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარაა, მას შემდეგ რაც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის კონსტიტუციაზე ფიცი დადო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი