“რთული ვითარების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის გაზის გადასახადებს და მის შეძენას უკავშირდება, ის ფონიც, რომლის მიხედვითაც უკრაინა ვერ გრძნობს ამ საკითხში მხარდაჭერას ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, უკრაინამ გადაწყვიტა გადადოს ასოცირების ხელმოწერის პროცესი”– განაცხადა ლისეკმა “რადიო თავისუფლბასთან” საუბრისას.
მისივე თქმით, იმავე აზრზე კოლეგა, ასევე ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი.
“ჩვენ ვთვლით, რომ იანუკოვიჩმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. რაც ნიშნავს, რომ ხელმოწერა ამ წელს არ მოხდება, შესაძლოა ამ საკითხს 2015 წელს დავუბრუნდეთ. მაგრამ იმ სიტუაციაში, როგორშიც უკრაინა აღმოჩნდა, მას უწევს 12 მილიარდის გადახდა რუსეთის გაზისთვის, ახლოვდება ზამთარი და კიდევ დამატებით 3–4 მილიარდის გაზის შეძენა დაჭირდება, იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ დასავლეთს, ევროკავშირს არ გვაქვს პასუხები ამ საკითხებზე, იანუკოვიჩმა მიიღო გადაწყვეტილება გადადოს ხელმოწერა”– განაცხადა ლისეკმა მრგვალ მაგიდაზე “აღმოსავლეთ პარტნიორობა: რას უნდა ველოდოთ ვილნიუსის სამიტის შემდეგ” , რომელიც ბრიუსელში, 15 ნოემბერს გაიმართა.
ევროკავშირი ნოემბერში მიიღებს გადაწყვეტილებას უკრინასთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოაწერს თუ არა ხელს ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 28–29 ნოემბერს გაიმართება. ამისთვის საჭიროა უკრიანამ პირობები შეასრულოს, მათ შორის მიიღოს კანონი, რომელიც ყოფილ პრემიერს იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას მისცემს. ხელისუფლება და ოპოზიცია აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდა.
ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ 19 ნოემბრამდე უკრაინის ხელისუფლება მიიღებს იმ საკნონმდებლო აქტებს, რაც საჭიროა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად.