ახალი ამბები

ნობელის ლაურეატი მწერალი დორის ლესინგი გარდაიცვალა

17 ნოემბერი, 2013 •
ნობელის ლაურეატი მწერალი დორის ლესინგი გარდაიცვალა

ლესინგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა გამომცემელმა “HarperCollins”–მა გაავრცელა. ლესინგის რედაქტორის თქმით, ავტორის ნოველა “The Golden Notebook” სახელმძღვანელო იყო მთელი თაობისთვის:

 

” ასაკის მიუხედავად იგი მუდმივად ინტელექტუალურად დაუღალავი იყო, საკუთარ თავს ახლებურად წარმოაჩენდა. აინტერესებდა როგორ იცვლებოდა სამყარო ჩვენს გარშემო”– ამბობს ნიკოლა პირსონი. 

 

დორის ლესინგი არაერთი ნოველის, მოკლე მოთხორობის, ესეს ავტორია. ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მას 2007 წელს მიენიჭა.

 

მწერალი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლესინგს ჰყავს ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი