ახალი ამბები

არასახალხო ინაუგურაცია [ფოტო/ვიდეო]

17 ნოემბერი, 2013 •
არასახალხო ინაუგურაცია [ფოტო/ვიდეო]

“შეფასება არის დადებითი. [ინაუგურაცია] იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო: აკადემიური, საქმიანი, მშვიდი და მე მგონი, ასეთიც იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა”, – ამბობს მანანა ბერიკაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც ცერემონიის საორგანიზციო პროცესებში იყო ჩართული.

ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური

“ძალიან კარგი ცერემონია იყო, ყოველგვარი ზედმეტი პომპეზურობის გარეშე. ამას ჰქონდა ოფიციალური ღონისძიების სახე. საქართველოში პრეზიდენტის არჩევას, რომ მრავალმილიონიანი პროექტები უნდა ახლდეს თან, ეს ამბავი დამთავრდა. პარლამენტის ეზო ძალიან მოუხდა ამ ცერემონიას. ვფიქრობ, რომ მომავალი პრეზიდენტებიც გამოიყენებენ პარლამენტის ეზოს ინაუგურაციისთვის”, – აცხადებს დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რომელიც ცერემონიაზე მიპატიჟებულ სტუმართაგან ერთი–ერთი იყო, ვინც ყველაზე ადრე მივიდა ჩოხაში გამოწყობილი.

“ეს იყო სადა, კარგად ორგანიზებული ცერემონია”, – ამბობს ნატოს წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი.

ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია 13:00 საათიდან დაიწყო, თუმცა სტუმრები პარლამენტის ეზოში უკვე დაახლოებით 11:30 საათიდან შეიკრიბნენ. თავდაპირველად ღონისძიებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მივიდნენ, შემდეგ მთავრობის, საზოაგდოების და დიპკორპუსის წევრები, ხოლო შემდეგ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და პატრიარქი, ბოლოს ლიტვის პრეზიდენტი.

ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გვერდიგვერდ ისხდნენ დავით უსუფაშვილი, ილია მეორე, ბიძინა ივანიშვილი, ეკა ხვედელიძე და კონსტანტინე კუბლაშვილი. იმავე ლოჟაში გამოუყვეს ადგილები მაკა ჩიჩუას და მარგველაშვილს შვილს, ანა მარგველაშვილს. არჩეული პრეზიდენტი ფიცის დადებამდე სწორედ მათთან მივიდა და ივანიშვილს, პატრიარქს და უსუფაშვილს მიესალმა, თუმცა კუბლაშვილისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.

 

საინაუგურაციო სიტყვაში მარგველაშვილმა ყველაზე მეტი დრო საგარეო პოლიტიკაზე საუბარს დაუთმო, მან ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური განვითარების კურსის უცვლელობას და პარალელურად ისაუბრა რუსეთთან დიალოგის გაღრმავების მზაობაზე. მან ასევე ისაუბრა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის საკითზეც:

“აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს ჩვენ ვთავაზობთ: ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

“პრეზიდენტის მთავარი გზავნილები იყო ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით, ტერიტორიული “მთლიანობის კონტექსტი, რომელიც დაფუძნებული იქნება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის ინტერესების გათვალისიწნებით ეს იქნება ევროპული ორიენტაცია ცალსახად და მკაფიოდ. ჩვენ აფხაზებს და ოსებს სწორედაც, რომ ევროპულ კონტექსტს ვთავაზობთ, ვინაიდან სხვა გამოსავლი აქ არ არსებობს. ჩვენ რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა გვინდა, მაგრამ რუსეთის ინტერესები უნდა იყოს შეზავებული, მაგრამ მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო იქნება მხოლოდ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მიმავალი. რუსეთმა ეს უნდა გაითავისოს და დაინახოს საქართველო, როგორც მეგობარი, ოღონდ როგორც ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო”, – აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გაჩნდა საქართველოში პერიოდი, როდესაც ქევყანას აქვს შესაძლებლობა, რომ სტაბილურად განვითარდეს. ერთი მიმართულებით იაროს და ეს არის დემოკრატიის კონსოლიდაცია. მარგველაშვილის სიტყვაში მკაფიოდ გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომელიც იქნება მისი და ზოგადად ხელისუფლების პრიორიტეტი: ეს არის ადმაიანის უფლებები, ევროპული ინტეგრაცია და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება ყველა მეზობელთან, მათ შორის ყველაზე რთულ მეზობელთანაც”, – აცხადებს სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების მინისტრის.

“მარგველაშვილი არის გაწონასწორებული მშვიდი დინჯი და მის საქმიანობას ეს შეეტყობა. იმპულსური ადმიანების დრო პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური და დასძენს, რომ კოჰაბიტაციის ოფიციალურად დასრულება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება პოზიტიურად.

“გარწმუნებთ, რომ მომავალი წლიდან ეკონომიკური ზრდის პარამეტრები გაიზრდება სერიოზულად, ვიანიდან, სტაბილური ეკონომიკური გარემო ძალიან მნიშვნელოვანია”.

გარდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატების, რელიგიური გაერთიანებების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა, ღონისძიებას საზოგადოების წევრებიც ესწრებოდნენ; მაგალითად გოგა ხაინდრავა, ლევან ვასაძე, ჯამლეტ ხუხაშვილი, კახი კავსაძე, თუმცა უცნობია რა ნიშნით მოხდა ასეთი სტუმრების შერჩევა:

 

ლევან ვასაძე და გოგა ხაინდრავა
ლევან ვასაძე და გოგა ხაინდრავა

“არ ვიცი, ეგ კითხვა ჩემთან არ არის”, – ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი მანანა ბერიკაშვილი.

“ზუსტად არ ვიცი როგორ მოხდა ამ საზოგადოების შერჩევა, მაგრამ ვფიქრობ ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი, იქ იყვნენ მსახიობები, მწერლები, საზოაგდო მოღვაწეები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, თუმცა გვარების დასახელება ვინ რა ნიშნით შეირჩა, არ ვიცი”, – ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს მანან კობახიძე, პარლამენტის ვიცე–სპიკერი.

 

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიებას არ ესწრებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობამ თვითონ თქვა უარი მიპატიჟებაზე. ცერემონიას ასევე არ ესწრებოდნენ წინა პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და ედუარდ შევარდნაძე, ეს უკანასკნელი ჯანმართელობის მდგომარეობის , პირველი კი – პოლიტიკური მოტივით. ღონისძიებას ვერ დაესწრნენ ის მოქალაქეები, რომელთაც მოსაწვევი არ მიუღიათ. ასეთი ადამიანების ნაწილი პარლამენტის შენობის გარედან ცდილობდა ღონისძიებისთვის თვალის შევლებას.

 

ინაგურაციის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ ორი აქცია გაიმართა: შალვა ნათელაშვილმა “გაყალებებული არჩევნები” გააპროტესტა, ხოლო ლაშა ჩხარტიშვილმა და გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა – ხუდონჰესი.

 

ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი
ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი

ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი

ბიძინა გუჯაბიძე
ბიძინა გუჯაბიძე

დიმიტრი სანაკოევი, ავთანდილ ბერიძე
დიმიტრი სანაკოევი, ავთანდილ ბერიძე

 

გოგა ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა

მასალების გადაბეჭდვის წესი