კლიპი იმ შეფასებებით იწყება, რომელიც სხვადახვა გამოცემამ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის შესახებ გამოაქვეყნა. ბუნიათიშვილის შესრულების ფონზე, ერთმანეთს ცვლის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ამსახველი კადრები.
პირველი ინაუგურაცია, აჭარის ე.წ. რევოლუცია, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტი, მეორე ინაუგურაცია, ვლადიმერ პუტინის და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივი პრესკონფერენცია, აგვისტოს ომი, სხვადასხვა პროექტი, შერონ სტოუნის ვიზიტი, ეს ის მოვლენებია, რომელიც კლიპში ქრონოლოგიურადაა აღწერილი.
აღნიშნული კლიპის გამო, ერთი დღით პრეზიდენტის სასახლის თავზე სახელმწიფო დროშია, ე.წ. გულებიანი დროშით შეიცვალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განახადა, რომ დროშა იმ კლიპის გამო შეიცვალა, რომელშიც პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მონაწილეობს.