მიუხედვად იმისა, რომ მოქალაქეების ვიზიტი 6 საათამდე იყო განსაზღვრული, მსურველთა რაოდენობის გათვალისწიენბით დრო გადაწიეს და პრეზიდენტის რეზიდენციაში ბოლო სტუმარი დაახლოებით 7 საათზე შევიდა.
მოქალაქეები რამდენიმე ჯგუფად შედიოდნენ, დღის პირველ ნახევარში მათ დახმარებას გიდები უწევდნენ, თუმცა დღის ბოლოსკენ გიდები შენობაში აღარ იყვნენ და ყველა სტუმარი თავის სურვილის მიხედვით გადაადგილდებოდა.
სტუმრებს რეზიდენციაში შესასვლელად არც პირადობის დამადასტურებელი მოწმობები დასჭირვებიათ, ერთადერთი მეტალდედექტორზე გადიოდნენ შემოწმებას.
საქართველოს მოქალაქეების გარდა სტუმრებს შორის ბევრი ტურისტიც იყო. სტუმრებს რეზიდენციაში შესვლისას წიგნების აღების საშუალება ჰქონდათ, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დეტალურადაა განხილული.
სტუმრებს შორის უმეტესებო ამბობდა, რომ სასახლეში ახალადარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამბობდნენ, რომ ეს არ არის მდიდრული და პომპეზური შენობა. იყვნენ ისეთებიც ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ არის.
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ 17 ნოემბერს გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი მოქმედ რეზიდენციაში არ გააგრძელებს მუშაობას, ხელისუფლება აცხადებს, რომ შენობაში ქართულ–ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება. ხვალინდელ ინაუგურაციას არც მოქმედი პრეზიდენტი და არც ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

















![ცოცხალი რიგი და ღია კარის დღე პრეზიდენტის მოქმედ სასახლეში [ფოტო/ვიდეო] ცოცხალი რიგი და ღია კარის დღე პრეზიდენტის მოქმედ სასახლეში [ფოტო/ვიდეო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/10/cms-image-000019264.jpg)






