ვიდეო – ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ავტომობილს დაცვა სირბილით მიჰყვება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე ინს შეხვდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა 1953 წლის შემდეგ, როცა ჩრდილოეთ კორეის მმართველმა სამხრეთ კორეის მიწაზე დადგა ფეხი. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ფორმალური საომარი მდგომარეობაა.

სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე კიმ ჩენ ინს, ავტომობიით გადაადგილებისას, დაცვის 12 თანამშრომელი სირბილით მიჰყვებოდა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს ქვეყნის საზღვართან, დემილიტარიზებულ ზონაში, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შეხვდნენ. თავდაპირველად  ერთმანეთს ხელი ზუსტად სასაზღვრო ზოლთან ჩამოართვეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის მიმართულებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ისტორიული ვიზიტი სამხრეთ კორეაში (13 ფოტო)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი