ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ისტორიული ვიზიტი სამხრეთ კორეაში (13 ფოტო)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ეს არის პირველი შემთხვევა 1953 წლის შემდეგ, როცა ჩრდილოეთ კორეის მმართველმა სამხრეთ კორეის მიწაზე დადგა ფეხი. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ფორმალური საომარი მდგომარეობაა.

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე ინს ხვდება. დაპირისპირებული ქვეყნის ლიდერებმა კორეის ნახევრაკუნძულზე მშვიდობის დამყარებისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის საკითხები უნდა განიხილონ.

სამხრეთ კორეის პრეიზიდენტი მუნ ჯაე ინი დემილიტარიზებულ ზონაში, სასაზღვრო ზოლთან, ელოდება კიმ ჩენ ინს. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/KOREA SUMMIT PRESS POOL / POOL

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს ქვეყნის საზღვართან, დემილიტარიზებულ ზონაში, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე შეხვდნენ. თავდაპირველად  ერთმანეთს ხელი ზუსტად სასაზღვრო ზოლთან ჩამოართვეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეის მიმართულებით ისტორიული ნაბიჯი გადადგა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ორი ქვეყნის საზღვარზე. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/KOREA SUMMIT PRESS POOL / POOL

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ორი ქვეყნის საზღვარზე. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/KOREA SUMMIT PRESS POOL / POOL

BBC-ის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები შეეცდებიან, რომ შედარებით გააუმჯობესონ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობები  და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას.

ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში საშუალო და შორი მანძილის არაერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და ბირთვული ცდებიც ჩაატარა, რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ წყვეტს ბირთვულ პროგრამას.

უახლოეს პერიოდში ასევე დაგეგმილია კიდევ ერთი ისტორიული შეხვედრა. კიმ ჩენ ინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება და შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა იქნება.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/KOREA SUMMIT PRESS POOL / POOL

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების, კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯაე ინის შეხვედრა. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/KOREA SUMMIT PRESS POOL / POOL

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების, კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯაე ინის შეხვედრა. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/KOREA SUMMIT PRESS POOL / POOL

სამხრეთ კორეელთა ნაწილმა სეულში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის მხარდასაჭერი ბანერები აღმართეს. სეული, სამხრეთ კორეა. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/KIM HEE-CHUL

სამხრეთ კორეის ქალაქ პაჯუში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შეხვედრის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. “დროა დაიბომბოს ჩრდილოეთ კორეა” – წერია ერთ ბანერზე. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/JEON HEON-KYUN

სამხრეთ კორეის ქალაქ პაჯუში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შეხვედრის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/JEON HEON-KYUN

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებების შემდეგ, შესვენებისას, ტოვებს დემილიტარიზებულ ზონაში არსებულ “მშვიდობის სახლს”, სადაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/YONHAP SOUTH KOREA OUT

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადი დაცვის თანხლებით ტოვებს სამხრეთ კორეის დემილიტარიზებულ ზონაში არსებულ “მშვიდობის სახლს”, სადაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ხვდება. 27 აპრილი. ფოტო: EPA-EFE / KOREA SUMMIT PRESS POOL

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებების შემდეგ, შესვენებისას, ტოვებს დემილიტარიზებულ ზონაში არსებულ “მშვიდობის სახლს”, სადაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა. 27 აპრილი, 2018. EPA-EFE/YONHAP SOUTH KOREA OUT

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.