ახალი ამბები |

ევროკავშირი ფუტკრისთვის მავნე პესტიციდების გამოყენებას კრძალავს

27 აპრილი, 2018 | | 1349
ევროკავშირი ფუტკრისთვის მავნე პესტიციდების გამოყენებას კრძალავს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომ ევროკაშირის მასშტაბით აიკრძალოს ნეონიკოტინოიდური ინსექტიციდები, რომლებიც ფუტკრებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ნეონიკოტინოიდების აკრძალვის შესახებ ცვლილებები ძალაში სავარაუდოდ, 2018 წლის დასასრულს შევა და მათი გამოყენება მხოლოდ დახურულ სათბურებში იქნება შესაძლებელი.

BBC-ის ცნობით, ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ მწარმოებლები და ფერმერთა ზოგერთი ჯგუფი.

მათივე ინფორმაციით, ნეონიკოტინოიდები მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინსექტიდებია. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ისნი ფუტკრებზე გავლენას ახდენენ.

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის უწყებამ საკუთარ ანგარიშში დაწერა, რომ ამ პესტიციდების გარეთ გამოყენება ფუტკრებს, მათ შორის, ველურ ფუტკრებსაც უქმნიდა საფრთხეს, რადგან ისინი აბინძურებდნენ ნიადაგსა და წყალს. გარდიანის ცნობით, მსოფლიო მასშტაბით, თაფლის ნიმუშების უკანასკნელმა ანალიზმა აჩვენა, რომ თაფლი ნეონიკოტინოიდებით იყო დაბინძურებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი