“ინფორმაცია, თითქოს, მოსწავლე დაჭრილია, სიცრუეა. შემთხვევა დღეს დილით, პირველი გაკვეთილის შემდეგ მოხდა. როგორც მოსწავლე ამბობს, შესვენების დროს ფეხი დაიკაწრა. ის ამჟამად სახლში იმყოფება,”- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე.
მოსწავლის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს , მოსწავლეებს შორის მცირე დაპირისპირება იყო, რა დროსაც, სკოლის მერხზე მოსწავლემ ფეხი გაიკაწრა.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მოსწავლის დაჭრის ფაქტი არც თვითმხილველებმა დაადასტურეს.
თუმცა, სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ ინციდენტი შესაძლოა, სკოლასთან ე.წ. ბირჟაზე მომხდარიყო, რომელიც მისივე თქმით, წლებია არსებობს.
ექიმის განმარტებით, მოსწავლეს, დაახლოებით, 2-3 სმ-ის ჭრილობა ჰქონდა, რომელზეც 3 ნაკერი დაადეს.