ახალი ამბები

ივანიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

15 ნოემბერი, 2013 •
ივანიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

მარიუს ვიზერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია 2 ხელშეკრულების გაფორმებასაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას შორის, რის მიხედვითაც, თბილისის საერთაშორისო ტურნირს გრან-პრის სტატუსი მიენიჭება. ასევე დაგეგმილია სკოლებში ძიუდოს სწავლების პროექტის ხელშეწყობა და განვითარება.

 

როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილმა მარიუს ვიზერს ქართული ძიუდოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სპორტის ეს სახეობა საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი