ახალი ამბები

ზურა აბაშიძე: სხვა პოლიტიკური ძალები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში, ინაგურაციაზე მივიწვევდით

14 ნოემბერი, 2013 •
ზურა აბაშიძე: სხვა პოლიტიკური ძალები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში, ინაგურაციაზე მივიწვევდით

ამის საკითხზე აბაშიძემ ტელეკომპანია “ტვ3” –ის გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ სტუმრობისას ისაუბრა. 


“მიწვეულნი რიან პრეზიდენტები, რომლებიც არიან ცოცხლები. პირველი პრეზიდენტი არ არის ცოცხალი. ოჯახის წევრების მიწვევაზე არ არის საუბარი. რატომ არ იყო, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ პროცედურულ საკითხებში არ ვიყავი ჩართული.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტის ინაგურაციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაპატიჟების საკითხზეც ისაუბრა. აბაშიძემ განმარტა, რომ “ქართული ოცნება” სხვა პოლიტიკურ ძალებსაც აღიარებს, თუმცა იაგურაციაზე “ნაციონალები” იმიტომ მიიწვიეს, რომ ეს პარტია პარლამენტშია წარმოდგენილი:   

 

„რას ჰქვია, არ ვაღიარებთ?! რა უფლება გვაქვს ჩვენ ამის? აქ საუბარია ინსტიტუტზე. მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ასეთი თუ ისეთი, ეს შეფასებებში შეიძლება, გამოვხატოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არის მიწვეული ინაუგურაციაზე, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, 17 ნოემბერს ის იქნება უკვე  ყოფილი პრეზიდენტი, როგორიც გახლავთ ედუარდ შევარდნაძე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს ასეთი რეალობა გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, აქ საუბარია ინსტიტუტის წარმომადგენლებზე და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ არის სხვა პარტია და მათ არ ვიწვევთ. სხვა პარტიების წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტში, მათაც მივიწვევდით, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური კონფიგურაცია გახლავთ ასეთი“. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი