ახალი ამბები

Margvela go Home – ლეიბორისტების აქცია ინაუგურაციის პარალელურად [VIDEO]

17 ნოემბერი, 2013 • • 1417
Margvela go Home – ლეიბორისტების აქცია ინაუგურაციის პარალელურად [VIDEO]

აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყეს ყოფილი პარლამენტის შენობის მიმართულებით, სადაც ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერით Margvela go Home, “ყალბი პრეზიდენტი”.

 

პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებდა, რომ ისინი პარლამენტში შევიდოდნენ და ინაუგურაციაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მათ გიორგი მარგველაშვილის და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ, რის შემდეგაც ნათელაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი