ახალი ამბები

სასამართლომ გვარამია და თელასის საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულები გაამართლა

14 ნოემბერი, 2013 • • 1350
სასამართლომ გვარამია და თელასის საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულები გაამართლა

გამოძიების ცნობით, “რუსთავი 2″– ის გენერალური დირექტორი  იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი, “კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის”, რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო “ინტერ რაოსგან”.

 

გამოძიების ცნობით, სწორედ გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარს – გიორგი ნემსიწვერიძეს შპს „ელენდეფ სერვისი“ 2012 წლის 26 ივლისს, ხოლო შემდეგ ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხები, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი, „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან – სს “ხრამჰესს 1,”  “ხრამჰესი 2”, ასევე “ მტკვარი ენერგეტიკი ”–დან და „თელასიდან“.

 

ნიკოლოზ გვარამია
ნიკოლოზ გვარამია

გამოძიების ცნობით, 2012 წლის 30 აგვისტოს გ. ნემსიწვერიძემ, გვარამიას დავალებით, „ელენდეფ  სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას.

 

ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ სცნობდა და ბრალის წაყენებას ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ში მის საქმიანობას უკავშირებდა.

 

საქმეში გვარამიასთან ერთად ბრალდებულები იყვნენ: ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ასევე, კახაბერ დამენია, იზაბელა გუტიძე, გიორგი ნემსიწვერიძე, დევი კანდელაკი და აშოტ მანუკიანი. შვიდივე პირს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ედებოდა ბრალი. 


კერძოდ, ნიკა გვარამიას ბრალი წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის მიხედვით – ქრთამის აღება, 194–ე მუხლი – ფულის გათეთრება, 210–ე მუხლი – ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება, 362–ე – ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენება და ცრუმეწარმეობაში დახმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი