“ბუნებრივია, ეს იქნება მადლიერება იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩატარდა არჩევნები, როგორ გვენდო ჩვენ ქართველი ხალხი და ეს იქნება მომავალ გეგმებზე საუბარი. სიტყვა უკვე დაწერილია, მაგრამ მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ახლა, კამერებთან ამ სიტყვის წარმოთქმა, საგარეო პოლიტიკის მხრივ სერიოზული დატვირთვა აქვს სიტყვას და საშინაო პოლიტიკის და დემოკრატიის კონსოლიდაციის თემებსაც ეხება”, – განაცხადა მან.
მარგველაშვილმა იმ საკითხზეც ისაუბრა, თუ რატომ არ იქნება ინაუგურაცია პომპეზური:
“მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ჩვენი პირველივე პოლიტიკური გადაწყვეტილება ერთ ჭრილში უნდა გავიაზროთ, ეს არის რეზიდენციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ეს არის ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება და ეს არის ინაუგურაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ დღესასწაულებით, არამედ ვზეიმობთ ყოველდღე, როდესაც ვაშენებთ კარგ, სწორ და ჯანსაღ ქვეყანას, მაგრამ ხარჯები უნდა იყოს იმის შესაბამისი, რაც არის საქართველოს ბიუჯეტი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ბიუჯეტი არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ფეშენებელურ სასახლეში ვიცხოვროთ სახელმწიფო მოხელეებმა და ფეშენებელური ინაუგურაციები მოვაწყოთ. ეს ფული ჭირდება ქართველ ხალს, სამწუხაროდ, ჯერ კიდეც ძალიან ბევრი გაჭირვებულია, ვისაც ეს ფული სჭირდება”.
საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.





