“შემდეგი გადაწყვეტილება, რაც ამ შენობას უკავშირდება, არის არის უნივერსიტეტის მოწყობის თემა, ტექნიკური მიმართულებით, სავარაუდოდ, რადგანაც ეს მიმართულება წარმოადგენს დღესდღეობით პრიორიტეტს”, – განაცხადა სანიკიძემ.
ამ განცხადებას დღესვე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე:
“რეზიდენცია არ არის მხოლოდ გამოსაჩენი და ლამაზი შენობა. მას აქვს როგორც თავისი სიმბოლური დატვირთვა, ისე ფუნქციონალური დატვირთვა”, – განაცხადა მან. მისივე თქმით, ეს შენობა გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ ქვეყნიე ეფექტური მართვისთვის, მათ შორის საომარ ვითარებაში.
საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ქვეყნის მართვას პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც მისი თქმით, უნდა დაუბრუნდეს ხალხს.