“მედიის თავისუფლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და მიხარია, რომ ისინი მზად არიან ჩემს უწყებასთან თანამშრომლობა გააგრძელონ,” – განაცხადა მიატოვიჩმა.
მიატოვიჩი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფთაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს შეხვდა და მათთან ერთად სამაუწყებლო მედიის თავისუფლების მდგომარეობა განიხილა.
“მე გავაგრძელებ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე ცვლილებების თვალყურის მიდევნებას. შეშფოთებული ვარ, თუ როგორ ჩატარდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები 5 ნოემბერს. ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა, რომელიც კანონის უზენაესობისთვის გამოწვევაა და სხვა საკითხებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშეუხებლობას უქმნის საფრთხეს”, – აღნიშნა მან. -“ვიმედოვნებ, რომ ამჟამინდელი კრიზისის მოსაგვარებლად, გადაწყვეტილება მალე მოიძებნება და საზოგადოებრივი მაუწყებელი შეძლებს განაგრძობს საკუთარი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას საზოგადოებაში. საზოგადოებრივი მაუწყებელი დაბალანსებული და პროფესიონალური საქმიანობის მოდელი უნდა იყოს და უნდა შეძლოს იმართებოდეს ყოველგვარი პოლიტიკური და ბიზნეს ჩარევის გარეშე.”
“სრული ავტონომია ასევე უნდა მიენიჭოს მარეგულირებელ ორგანოს, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომ მისი მიუკერძოებლობა და ეფექტურობა დაზღვეული იყოს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაუწყებლობის გაციფრულების პროცესის წინ, რადგან დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ სამაუწყებლო სფეროში პლურალიზმი გააძლიეროს.”
მიატოვიჩმა მაღალჩინოსნებს ასევე მოახლოებულ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად დროში გაწერილი გეგმის შემუშავება და პრაქტიკული ნაბიჯების გადგმა მოსთხოვა, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ყველა მხარე, სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით.
“გამამხნევებელია ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იზიარებენ ჩემს შეშფოთებას და მე იმედი მაქვს, რომ ამ გამოწვევებს წარმატებით გაართმევენ თავს. ჩემი უწყება მზადაა საქართველოს მხარი ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭიროს და მიაწოდოს ყველა საჭირო რეკომენდაციები და დახმარება,”- განაცხადა მიატოვიჩმა.
ვიზიტის განმავლობაში მიატოვიჩი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ჟურნალისტებს შეხვდა, მათ შორის მედია ადვოკატირების კოალიციას, პარლამენტის წევრებსა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდსა და ხელმძღვანელობას, აგრეთვე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.





