ახალი ამბები

ხადური: სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და მშპ 6%–ით არ გაიზარდა

13 ნოემბერი, 2013 •
ხადური: სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და მშპ 6%–ით არ გაიზარდა

ხადურის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 2013 წელს დაგეგმილი მშპ–ს 6- პროცენტიანი ზრდა ვერ მოხდა: 


“სამწუხაროდ, არ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და ამას აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. მათ შორის, მე მინდა, სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, რომ ეს არის ძალიან აგრესიული ფონი, რომელიც მოდის უმცირესობიდან და მოდიოდა ჯერ კიდევ პრეზიდენტისგან, როდესაც მუდმივი მუქარა იყო და  თავისთავად ცხადია, ეს არის ინვესტორებისთვის სიგნალი, ნიშანი იმისა, რომ ცოტა ხანი თავი შეიკავონ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ წელს, მეორე კვარტალში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში და იმედი მაქვს, რომ ეს ფონი გაიზრდება და ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს მივიღებთ” – განაცხადა ხადურმა. 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა: 


“მოვიტანე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოს ეკონომიკაში. ეკონომიკა დაახლოებით 2%–მდეა ზრდა 2013 წლის 9 თვეში. დარგობრივ ჭრილში  მნიშვნელოვანია, რომ იზრდება რამდენიმე მიმართულება. ერთი სფერო, რომელშიც ჩავარდნა გვაქვს, ესაა მშენებლობა, მაგრამ გეტყვით, რომ მშენებლობაში შეჩერებულია მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით ხარჯი 40%–ით, კერძო მშენებლობა კი 10%–ით არის გაზრდილი. ასევე გაზრდილია სოფლის მეურნეობა დაახლოებით 7%–ით.”


მასალების გადაბეჭდვის წესი