მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ტიპის ბავშვთა თავშესაფარი საერთაშორისო კონვენციებთან და სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს, გადაცემის წამყვანმა დავით სერგეენკოს საპატრიარქოს ბავშვთა სახლებზე ჰკითხა.
მინისტრის თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, ვისი პატრონაჟის ქვეშ ხორციელდება ბავშვებზე ზრუნვა – ამ საკითხის კურირება არის ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა.
“მათ შორის საპატრიარქოს კურირების ქვეშ მყოფი ბავშვთა სახლებიც ექვემდებარება ჩვენს ცალსახა მინიტორინგს და მე არ მახსოვს შემთხვევა (სისტემატურად ვახორციელებთ მონიტორინგს), რომ რაიმე პრობლემა შექმნოდათ ვინმეს მხრიდან. წესი და რიგი ყველასთვის ერთია. პასუხისმგებელი განხორციელებაზე და მონიტორინგზე არის სამინისტრო,”- ამბობს მინისტრი. თუმცა სერგეენკოს არ უთქვამს არაფერი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება იქ არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებსა და კონვენციებს.
2012 წლის სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, რომელშიც 2011 წლის მონაცემებია შესული, საპატრიარქოს ბავშვთა თავშესაფრებში სახელმწიფო არ ახორციელებს ბავშვთა უფლებრივ მონიტორინგს. ამ ანგარიშში წერია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს





