ახალი ამბები

სურგულაძე: დაახლოებით 1,5 მილიონამდე ჩვენი თანამემამულეა საზღვარგარეთ გასული

13 ნოემბერი, 2013 •
სურგულაძე: დაახლოებით 1,5 მილიონამდე ჩვენი თანამემამულეა საზღვარგარეთ გასული

 “დიასპორებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, – აცხადებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც კონფერენციაში ასევე მონაწილეობს. მისი თქმით,  დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც უკვე დამაგვირგვინებელ ფაზაშია შესული და მალე დამტკიცდება.

 

“ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ და ჩავრთოთ და ჩვენი საკმაოდ მოცულობითი დისაპორა მიგრაციულ პროცესებში. მათ შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს კეთილდღეობაში, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას დღეს ესწრებიან დიასპორის საკითხებში ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან- ირლანდიიდან, ისრაელიდან, ძალიან გამოცდილი პიროვნებები. დარწმუნებული ვარ, რომ დიასპორები თავის წვლილს შეიტანანენ საქართველოს განვითარებაში”, – ამბობს პეტრიაშვილი.

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე კი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია საქართველოს მოქალაქე მიგრანტების ზუსტი რაოდენობა, თუმცა ეს რიცხვი დაახლოებით 1,5 მილიონს შეადგენს.

 

“ოფიციალური სტატისტიკა რეალურად არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა აღრიცხვა, ვინ გადიოდა საზღვარგარეთ და ვინ შემოდიოდა. აღრიცხვა ხდებოდა, მაგრამ ეს არ იყო ელექტრონული სახის, ხდებოდა ქაღალდზე და 2007 წლამდე, ფაქტობრივად, ეს მონაცემები არ არსებობს. 2007 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით შეიქმნა საზღვრისპირა მართვის ელექტრონული სისტემა, მაგრამ ჩვენ შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივი წარმოდგენა გვქონდეს სურათზე, რადგან ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ გავიდნენ, ზოგს შვილი უჩნდება, ზოგი იქაურ მოქალაქეობას იღებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაახლოებით ვთქვათ, რომ 1,5 მილიონამდე ჩვენი თანამემამულე არის საზღვარგარეთ და და ეს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი”, – აცხადებს სურგულაძე.

 

რაც შეეხება მომავალში რიცხვის დაზუსტებას, სურგულაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს კითხვარში გათვალისიწინებულია შეკითხვა მიგრანტების თაობაზე.

 

“გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით დიასპორების გლობალურ ქსელს, რომელიც ასევე ძალიან დაგვემხარება სტატისტიკის შექმნაში, არა მარტო სტატისტიკის, არამედ ეს ქსელი დაეხმარება ჩვენს ემიგრანტებს. აქედან ისინი მიიიღებენ ბევრ სიანტერესო და სასარაგებლო ინფორმაციას სახელმიწოფოსგან. ამ ქსელის სადემონსტრაციო ვერსიას ჩვენ უკვე დღეს ვაჩვენებთ, თუმცა ეს იქნება ძალიან საბაზისო ვერსია, რომელიც დაიხვეწება და 2014 წლის დასაწყისისთვის იმედი გვაქვს, რომ გვექნება სატესტო ვერსია”, – აღნიშნა სურგულაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი