ახალი ამბები

ახალაიას და ქარდავას განაჩენი ციხის ბუნტის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

13 ნოემბერი, 2013 •
ახალაიას და ქარდავას განაჩენი ციხის ბუნტის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას გამართლება მეორე ეპიზოდში უკანონო და დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

“2013 წლის 28 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა განხილვა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და ბრალდებულები- ბაჩანა ახალაია, რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა და მეგის ქარდავა დამნაშავეებად სცნო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ჩადენაში (სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები), ხოლო ამავე ეპიზოდში, დანაშაულთა ერთობლიობით წარდგენილი ბრალდება, მათ მიერვე სამსახურებრივი უფლებამოსილების დამამძიმებელ გარემოებებში გადამეტებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) მოუხსნა ოთხივე ბრალდებულს.

 

ამავე განაჩენით, სასამართლომ,ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გაამართლა მეორე დამოუკიდებელ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა ერთ-ერთი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაყვანას და ასევე იყო დაკვალიფიცირებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი),”- წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი