კომპანიის ცნობით, სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა და დაწყებულია მოკვლევა:
“დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ჰქონია. არცერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დაჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, “ქართული კვების კომპანიიდან” უკვე დათხოვნილია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შპს „ქართული კვების კომპანია“ ავრცელებს.