როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ინციდენტი 12:00 საათზე მოხდა. “გადაყირავდა ორი ცისტერნა, დაიღვარა მცირე რაოდნეობით ნავთობი, რის შედეგდაც გაჩნდა ცეცხლი, თუმცა მისი ლოკალიზება შესაბამისი უწყების თანამშრომელბმა დროულად შეძლეს.
“ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – აცხადებენ შსს–ში და დასძენენ, რომ მატარებლების მოძრაობა ალტერნატიული სარკინიგზო ხაზით ხორციელდება.