“მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეობის მიღების მსურველთა უმეტესობას უარით ისტუმრებდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მან მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. ამ პირთა შორის უმეტესობა ჩვენი მოქალაქეები არიან, ისინი, ვინც ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამო იძულებით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მათ 5 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქეობის ათასობით მსურველმა მიმართა. განაცხადების შეტანა დღეს დასრულდება.