შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პატრულ-ინსპექტორის დაჭრის თაობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის, ვიქტორია კლიმიჩევას თქმით, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც დაჭრის ფაქტი უკავშირდება პოლიციელის მხრიდან მეჯვარის საცოლეზე შესაძლო ძალადობას. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელის მხრიდან ძალადობის დადასტურების შემთხვევაში, დაჭრილი პოლიციელის წინააღმდეგაც დაიწყება გამოძიება.
დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, პოლიციელს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, ყური აქვს მოჭრილი და დანის წვერითაა ნაწამები. ექიმის განცხადებით, მას თავზე კიდევ მრავლობითი დაზიანება აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაზარალებული პოლიციელის მეჯვარე და მისი საცოლე ზუგდიდის პოლიციაში იმყოფებან და ჩვენებას აძლევენ.