ახალი ამბები

ფილიპ დიმიტროვი: აუცილებელია საქართველოში ბიზნეს–კლიმატის და პოლიტიკური სტაბილურობის გამყარება

12 ნოემბერი, 2013 • • 1248
ფილიპ დიმიტროვი: აუცილებელია საქართველოში ბიზნეს–კლიმატის და პოლიტიკური სტაბილურობის გამყარება

კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკომისიის წარმომაგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიები და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ასოციცია. 

 

კონფერენციაზე საქართველოს ბიზნესგარემო და ევროკავშირთან მიმიდინარე მოლაპარაკებების პროცესი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა შეაფასა:


“ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქარველოსთვის კარგ შედეგებს მოიტანს, თუ სწორად იქნა გამოყენებული. „ნათელია, რომ „East–invest“–ის პროექტი წარმატებით ხორციელდება და მისი გავლენა საგრძნობია. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ძალიან მალე საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოიცავს. ეს წარმოადგენს უზარმაზარ შესაძლებლობას ქვეყნისთვის.  ამასთან, აუცილებელია საქართველოში ბიზნეს–კლიმატის და პოლიტიკური სტაბილურობის გამყარება და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. საქართველო გვაკვირვებს. გვსმენია, რა რთულია კოაბიტაცია, მაგრამ საქართველო არის მაგალითი, როგორ შეძლო ქვეყანამ კონსტიტუციური რეფორმების ასე მარტივად განხორციელება.“

 

დიმიტროვის განცხადებით, „East–invest“–ის პროექტიის საშუალებას იძლევა, რომ შემცირდეს უმუშევრობის დონე, სიღარიბე და ამ მიმართულებით ჩვენ მზად ვართ, თქვენ გვერდით ვიყოთ“,– განაცხადა დიმიტროვმა.

 

„East–invest“–ის პროექტის ხელმძღვანელის, გირგინ არენის განცხადებით, მისი მიზანია ბიზნესზე ფოკუსირება: 


“ჩვენი პროექტის ფარგლებში დავეხმარებით ბიზნესს. მოხდება ინფორმაციის მიწოდება და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისათვის სპეციალური ტრენინგების გამართვა. ერთი მხრივ, უნდა იყოს ეფექტური ბიზნესსაზოგადოება და მეორე მხრივ, მთავრობა. ვიმედოვნებ, რომ ევროპის კარი ღია იქნება თქვენთვის. მიდის მოლაპარაკებები, რომ აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და ქართული კომპანიების წარმომადგენლები ევროპის ქვეყნებში ჩავლენ და იქაურ გამოცდილებას გაეცნობიან.”


ფორუმი, რომელიც „East–invest“–ის ფარგლებში მიმდინარეობს, დღეს დასრულდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი