როგორც ზაქარეიშვილმა დღეს, 12 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, სოჭში გასამგზავრებელი ქართული დელეგაციის შემადგენლობის შესახებ მსჯელობა დეკემბრის ან იანვრის თვეებში უნდა გაიმართოს.

“გადაწყვეტილება მიღებულია წასვლაზე. ეს მოხდა მაისში. თუ ამ საკითხის გადაფასება მოხდბა, ახალი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არსებული გადაწყვეტილებით ჩვენ სოჭის ოლიმპიადაზე მივდივართ. მთავობა არ მიდის ოლიმპიადაზე, იქ მიდის ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც არის სახელმწიფო სტრუქტურა. რაც შეეხება დელეგაციას, დელეგაციაზე მსჯელობა არ ყოფილა ჯერ. არ მგონია, რომ ამაზე ახლა უნდა იყოს მსჯელობა. ვნახოთ, სიტუაცია როგორი იქნება. მაისშივე ითქვა, როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, რომ თუ როგორ დაკომპლექტდება დელეგაცია, ეს ალბათ უფრო იანვარში ან დეკემბერში უნდა იყოს საუბარი იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში და რა დონეზე იქნება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სოჭის ოლიმპიადაზე დასწრება არ გამორიცხა.





