ახალი ამბები

ანონსი – 12 ნოემბერი

12 ნოემბერი, 2013 •
ანონსი – 12 ნოემბერი

10:00 – თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ (3 pavilioni), ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტის East-Invest ფარგლებში, გაიმართება ფართომასშტაბიანი საინვესტიციო ფორუმი.

 

11:00 – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენას „elkomkavkazus 2013“ დაათვალიერებს. საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, მე-11 პავილიონი

 

11:00 – საგარეო საქმეთა სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის წევრები დიპლომატიურ კორპუსის და უცხოელ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედებიან.

 

11:30 – არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ბრიფინგს გამართავს. თემა: ინიციატივა სათამაშო აპარატების საშუალებით არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესახებ მისამართი: ქ. თბილისი, ვაზისუბნის ქუჩა #7 (ვეძისი) საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მაღალდაძე 599 072013.

 

12:00 – “სამოქალაქო პრესის” პრესკლუბში უფლებადამცველი ლევან ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. მის: კ. მარჯანიშვილის # 16/კორპ.4/სად.1/სართული 2/ ბინა #2

 

13:00 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ რეგიონული განვითარების სამინისტრო თვითმმართველობის კოდექსს რეგიონულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობს.

 

13:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

 

13:30 – მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე იძულებით გადაადგილებულ 24 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემს. საკონტაქტო ნომერი: 599 24 51 43 , 595 10 70 60.

 

14:00 – ქართველი ათლეტი გოჩა კეკიშვილი გინესის რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიება შედგება გუდამაყრის #5-ში (მე-8 საავადმყოფოს მიმდებარე სპორტულ მოედანზე). ათლეტი 1 საათის განმავლოშაბი 5000- ზე მეტ მიზიდვას გეგმავს ორ ხელზე. ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიოს გინესის რეკორდების მაფიქსირებელი ფედერაციის წარმომადგენლები, მსოფლიო ჩემპიონები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრები და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. საკონტაქტო პირები: მარიამ წერეთელი: 555 61 63 63 გოჩა კეკიშვილი: 598 14 69 81

 

14:30 –  სასტუმრო “რედისონში” გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ასოციაცია “მწვანე ტალღა’ წარმოადგენს პროექტის ,,მედიის თავისუფლების მონიტორინგი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში განხორციელებული კვლევის მეორე ეტაპის შედეგებს.

 

15:00 – საიას და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში მომზადებული, ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი: იუსტიციის სახლი, მე–3 სართული, საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქუჩა N2).

 

19:00 – მწერალთა სახლში ციკლის „საუბრები ხელოვნებაზე“ ფარგლებში ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილთან შეხვედრა გაიმართება. საუბრის თემაა „ხელოვანის თავისუფლება“. მაჩაბლის 13, ტელ: +995 599 48 62 41.

 
 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი