”ბოდიშს ვიხდი დღევანდელ პრემიერთან, მაგრამ მთავრობა უფრო ეფექტური გახდება. ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით იმის ასახსნელად, თუ რატომ მაქვს მე ეს განცდა: უფრო მობილური და უფრო სწრაფი იქნება [მთავრობა] ძალიან ობიექტური მიზეზების გამო. დღეს აღარ, მაგრამ თავიდან, დასაწყისში მთავრობა თვითშეზღუდვის ფორმატში მუშაობდა, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოსახლეობის ნდობიდან გამომდინარე, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოიტანა ქართული სახელმწიფოსთვის, იყო პირველი და დანარჩენები იყვნენ თანასწორები, ოღონდ ის ძალიან წინ იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველას ჰქონდა ერთგვარი თვითშეზღუდვის მექანიზმი, მინისტრები გადაწყვეტილებებს ისე სწრაფად ვერ იღებდნენ, როგორც ეს საჭირო იყო”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მინისტრებს ივანიშვილთან რაღაცის თქმის გაბედვის პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა: ” როცა ყველამ ყველაფერი უნდა შეათანხმოს ამ ადამიანთან, რასაც ის არ ითხოვს, მაგრამ შენ გაქვს ამის მოთხოვნილება, რადგან იმდენად მაღალია პასუხისმგებლობა, რომ არ გინდა, რამე შეგეშალოს, იქ უკვე ბუნებრივი ბარიერები ჩნდება”.
”ამიტომ მე მგონია, რომ გაცილებით ეფექტური იქნება ღარიბაშვილის მთავრობა. ეს მთავრობა უკვე შეთამაშებული გუნდია”.





