ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საჯარო და კერძო ინვესტიციების მცირე ოდენობამ, ასევე, გაურკვევლობის პოლიტიკამ, რასაც ადგილი ჰქონდა პოსტ-საარჩევნო ტრანიზიციის და საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 2012 წლის 6,2 პროცენტიდან 2013 წელს 2 პროცენტამდე მცირდება. 2013 წლის მაისში ორგანიზაციამ ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა ივარაუდა.
”მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ 2014 წელს ეკონომიკური ზრდა აჩქარდება: მშპ 4%-მდე გაიზრდება”, – ნათქვამია EBRD-ის კვლევაში და აღნიშნულია, რომ 2014 წლისთვის ამ გაზრდილი მონაცემის ვარაუდის საფუძველი რუსეთ-საქართველოს გაუმჯობესებული კომერციული ურთიერთობა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გაურკვევლობის ფაქტორის მოხსნაა.