ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის წინააღმდეგია

11 ნოემბერი, 2013 • • 1513
მაია ფანჯიკიძე საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის წინააღმდეგია

 

“ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ალბათ, მსგავსი მსჯელობა უნდა გაიმართოს და მსჯელობის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც არის მონარქია, ამ მოწყობის ყოფნა–არყოფნაზე საზოგადოება მსჯელობს. მონარქია არ უშლის ხელს ევროკავშირის წევრობას, ევროპის ბევრ ქვეყანაშია კონსტიტუციური მონარქია. ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის. მე პირადად შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ, რომ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი მსგავსი ცვლილების. მიმაჩნია, რომ ის ფორმა, რა ფორმითაც ახლა მივდივართ და ის კონსტიტუცია, რომელიც ახლა გვაქვს, არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და ასე უნდა გავაგრძელოთ სვლა. ეს არის ჩემი პირადი აზრი, როგორც მოქალაქის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა ასეთ საკთხზე საზოგადოებაში მსჯელობა უნდა არსებობდეს, თუკი ეს საკითხი სერიოზული განხილვის ღირსია”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი