ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში ფრანსუა ოლანდს შეხვდება

11 ნოემბერი, 2013 • • 878
გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში ფრანსუა ოლანდს შეხვდება

 

“ეს სამიტი არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. ორმხრივი შეხვედრა იქნება ლიტვის პრეზიდენტთან და დადასტურებული გვაქვს შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ბატონ ოლანდთან. ისიც მინდა გითხრათ, რომ ჯერ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ იქნებიან მათი დელეგეაციების თავმჯდომარეები: პრეზიდენტები თუ პრემიერები. კვირის ბოლოს მივიღებთ დადასტურებულ სიებს და ამის შემდეგ შევძლებთ სხვა  შეხვედრების დაგეგმვას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

მინისტრის ცნობით, უკვე ცნობილია, რომ ვილნიუსში მარგველაშვილთან ერთად ორი მინისტრი გაემგზავრება:ალექსი პეტრიაშვილი და თვითონ ფანჯიკიძე. გარდა ამისა, ვილნიუსში წავა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზლკალიანი, რომელიც 300–გვერდიანი დოკუმენტის პარაფირებას მოახდენს, ანუ ყველა დოკუმენტს მოაწერს ხელს საქართველოს სახელით. ჯერ კიდევ უცნობია იმ 4 ადამიანის ვინაობა, ვინც საქართველოს ოფიციალურ დელეგაციაში მოხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი