ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ინაგურაციაზე სტუმრად 2–3 ქვეყნის პრეზიდენტს ველოდებით

11 ნოემბერი, 2013 • • 814
ფანჯიკიძე: ინაგურაციაზე სტუმრად 2–3 ქვეყნის პრეზიდენტს ველოდებით

 

“დაახლოებით 30–მდე დელეგაციისაგან გვაქვს უკვე მეტნაკლებად დადასტურებული ინფორმაცია. დონე არის საკმაოდ  მაღალი. ველოდებით 2, შეიძლება 3 ქვეყნის პრეზიდენტს. რამდენიმე ქვეყნიდან ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარეეებს. ბევრი ქვეყნიდან ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზოგიერთი ქვეყნიდან ველოდებით 2–2 მინისტრს, ზოგიერთი ქვეყნიდან ველოდებით ეკონომიკური გუნდის მინისტრებს. ალბათ, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში შერჩევა მოხდა იმის მიხედვით, თუ ვის რომელი სფერო აინტერესებს, მაგალითად, თურქმენეთიდან იქნება ტრანსპორტის მინისტრი. სავარაუდოდ, ეკონომიკური გუნდის მინისტრი იქნება თურქეთის რესპუბლიკიდან, ასევე ორი მინისტრი ჩამოდის სომხეთიდან: საგარეო სამეთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. ჩამოდის რუმინეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მოლდოვას პრეზიდენტი, ისრაელის პარლამენტის სპიკერი, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰოლანდიიდან ჩამოდის სახელმწიფო მინისტრი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ სავარაუდოდ ხვალისთვის უკვე სტუმრების რაოდენობის და ვინაობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია იქნება ცნობილი.

 

რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაესწრება გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას აშშ–დან, ფანჯიკიძე ამბობს, რომ ესეც ხვალ გაირკვევა:

 

“ვიცით, რომ იქნება მაღალი დონე, მაგრამ ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, სტუმრები ჩამოვლენ ბალტიისპირეთიდანაც: “ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე, განიხილება ლიტვის პრეზიდნტის ჩამოსვლის საკითხი. ესტონეთიდანაც იქნება შესაბამისი დონე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი