ახალი ამბები

ფანჯიკიძე: სოჭში ოფიციალური დელეგაციის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

11 ნოემბერი, 2013 • • 894
ფანჯიკიძე: სოჭში ოფიციალური დელეგაციის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

“რაც შეეხება ოლიმპიადაზე საქართველოს ოფიციალური დელეგაცის გამგზვრებას, არანაირი გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ არის. როდესაც იყო რაღაც გაუგებრობა, გართულება და ჩვენ მიერ უარყოფითად შეფასებული მოვლენა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობის მხრივ, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება მთავრობის სახელით, სადაც აღვნიშნეთ ძალიან ერთმნიშვნელოვნად, რომ თუკი ამ ოლიმპიადაზე ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ჩვენი სპორტული გუნდი გაემგზავრება ოლიმპიადაზე, ხოლო თუ ჩვენ დავანახავთ დარჩენილი თვეების განმავლობაში, რომ ამ ოლიმპიადაზე შეიძლება მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი რამ, მაშინ ეს გადაწყვეტილება გადაისინჯება. ჯერჯერობით ჩვენ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს საკითხი გავააქტიუროთ. პრეზიდენტის ინაუგურაციის მერე ჩვენ რეგულარულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები არა მხოლოდ ამ, არამედ ბერვ სხვა საკითხზე, განსკაუთრებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და  ამ რეჟიმში გადაწყდება ყველა ვიზიტი, რომელიც დაიგეგმება ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამ წუთას ამ საკითხზე ჩემი მონაწილეობით კონსულტაცია არ გამართულა, მაგრამ მომავალი კვირების განმავლობაში მე ყველა თემაზე მიმაჩნია შესაძლებლად და სასურველად კონსულტაციების გამართვა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

მარგველაშვილმა სოჭის ოლიმპიადის საკითხზე რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი