ახალი ამბები

როგორ აღნიშნავენ ერევანში დემონსტრანტები სარგსიანის გადადგომას [ფოტო]

23 აპრილი, 2018 • 2014
როგორ აღნიშნავენ ერევანში დემონსტრანტები სარგსიანის გადადგომას [ფოტო]

დღეს, 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა, რასაც სომხეთის დედაქალაქში, ერევანში შეკრებილი დემონსტრანტები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ. სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ აქციები უკვე 10 დღეა რაც მიმდინარეობს. ახალი კონსტიტუციით, სარგსიანი ქვეყნის მეთაური 2022 წლამდე უნდა ყოფილიყო.

  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • დღეს, 23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.

სომხეთში მიმდინარე მოვლენებს თვალი ადევნეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი