ახალი ამბები

ონოფრიშვილი: ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი ვერ შესრულდება, ეს უკვე ცხადია

11 ნოემბერი, 2013 • • 847
ონოფრიშვილი: ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი ვერ შესრულდება, ეს უკვე ცხადია

“თუმცა პარლამენტი არ ურჩევს მთავრობას არც სეკვესტრს და არც ვალის აღებას, ალბათ, უნდა გადაიხედოს ხარჯები”, – განაცხადა ონოფრიშვილმა.

 

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული მშპ-ს ზრდაზე:

 

“როცა 6-ის ნაცვლად 2013 წელს იქნება 2.5%-დან 3%-მდე ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის აქტივობა დაბალია და დღგ იმდენი ვერ ამოვა, რაც არის დაგეგმილი და იქნება შემცირებული. 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი ვერ შესრულდება, ეს უკვე ცხადია, თუმცა რამდენი იქნება რიცხობრივი დანაკლისი, ამის ზუსტი თქმა წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.”

დავით ონოფრიშვილი
დავით ონოფრიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი