ახალი ამბები

”ტექნო ბუმი” გამათბობლებს თვეში 5 ლარად გთავაზობთ

11 ნოემბერი, 2013 • 1126
”ტექნო ბუმი” გამათბობლებს თვეში 5 ლარად გთავაზობთ

პროექტი  ზამთრის სეზონისთვის ყველაზე საჭირო   ტექნიკას გამათბობელს ნებისმიერი მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომს ხდის.


“გამათბობელს ორწლიანი 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე თვეში მხოლოდ 5 ლარად ჩვენთან შეიძენთ. შეგიძლიათ, მხოლოდ პირადობის მოწმობით მობრძანდეთ „ტექნო ბუმის“ ქსელში,  ისარგებლოთ ბანკის  განვადებით და  მომდევნო თვიდან დაიწყოთ  5 ლარის გადახდა.  ქსელში გამათბობლების ძალიან დიდი არჩევანია, აქ წარმოდგენილია როგორც ზეთის ელექტრორადიატორები, ასევე, გაზის გამათბობლები, რომელთა ფასებიც შესაბამისად თვეში 5-დან 19 ლარამდე მერყეობს“-აცხადებენ კომპანიაში.  


საყოველთაო პროექტი გაზქურებზეც დაიწყო და მომხმარებელს სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის გაზქურების შეძენა ასევე ორწლიანი 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე თვეში მხოლოდ 12 -დან 30 ლარამდე შეუძლია.   


პარალელურად, ”ტექნო ბუმი” განაგრძობს საყოველთაო პროექტს- ”კომპიუტერი ყველა ოჯახში” და ”ტელევიზორი ყველა ოთახში”.  გარდა ამისა, მაღაზიებში მიმდინარეობს აქციები მტვერსასრუტებსა  და პურის საცხობებზე,  რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია ასევე მხოლოდ პირადობის მოწმობით მობრძანდეს კომპანიის ქსელში, ისარგებლოს ბანკის  განვადებით და  მომდევნო თვიდან დაიწყოს გადახდა.   


„თუ ყველა აქციით ისარგებლებთ, თვეში სულ რაღაც 55  ლარად განვადებით გამოიტანთ LCD ტელევიზორს, გამათბობელს, გაზქურას, მტვერსასრუტს, პურის საცხობს და მობილურ ტელეფონს. ამ ყველაფრისთვის  წინასწარ თანხის გადახდა არ დაგჭირდებათ“-განმარტავენ კომპანიაში.


გარდა ამისა, „ტექნო ბუმი“ მომხმარებელს შეახსენებს, რომ ქსელში ყველაზე დაბალი ფასის გარანტია მოქმედებს და მყიდველი ნებისმიერ ტექნიკაზე მაღალი ფასისგან ყოველთვის დაცულია.


”ტექნო ბუმი” საყოველთაო პროექტს ”სითბო ყველა ოჯახში” მთელ ქსელში თბილისში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე კომპანიის მაღაზიებში გთავაზობთ.   

მასალების გადაბეჭდვის წესი