ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი პოლიციამ გაათავისუფლა

23 აპრილი, 2018 • 1967
სომხეთში ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი პოლიციამ გაათავისუფლა

სომხეთში ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი პოლიციამ გაათავისუფლა. ჟურნალისტების ცნობით, პაშინიანმა და მასთან ერთად დაკავებულმა სხვა ლიდერებმა პოლიციის შენობა დატოვეს. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები ვიცეპრემიერ-მინისტრს და ყოფილ პრემიერ- მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდნენ, თუმცა, ჯერ უცნობია რის შესახებ ისაუბრეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანთან წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, აქციაზე გასული ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი და მისი ორი თანამოაზრე სომხეთის პოლიციამ დააკავა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მას შემდეგ საზოგადოებას არ ჰქონდა დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდნენ ოპოზიციის ლიდერები.

სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ 16 აპრილს ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო.

სომხეთში მიმდინარე მოვლენებს თვალი ადევნეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი