ახალი ამბები

სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პრევენციის პროგრამას შეიმუშავებს

11 ნოემბერი, 2013 • • 967
სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პრევენციის პროგრამას შეიმუშავებს

პროგრამის მიზანი პენიტენციურ სისტემაში პატიმართა შორის სუიციდის მცდელობების და სუიციდით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებაა:

 

სასჯელაღსრილების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს თვითმკვლელობის რისკის მქონე პირთა დროული აღმოჩენა, მათთვის სათანადო ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული და სოციალური დახმარების მობილიზება და იმ პირთა დახმარებაც, რომელთაც სუიციდის მცდელობა უკვე ჰქონდათ

პროგრამა როგორც ზრდასრულ პატიმრებს, ასევე არასრულწლოვან პატიმრებსაც მოიცავს და მის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

“მსგავსი პროგრამების გამოცდილება აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიას, ნორვეგიას, გერმანიას, ავსტრიას და სხვა ქვეყნებს, როგორც პენიტენციურ, ასევე საგანმანათლებლო სისტემებში. სუიციდის პრევენციის კუთხით მუშაობას არსად არ აქვს აბსოლუტური შედეგები, თუმცა ცნობილია, რომ ამ ტიპის პროგრამები თვითმკვლელობის მაჩვენებელს საგრძნობლად ამცირებს და აადვილებს იმ ადამიანების აღმოჩენას და დახმარებას, ვისაც დეპრესია, სუიციდური იდეები და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ემოციური კრიზისები ახასიათებთ”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი