ახალი ამბები

მარგველაშვილი: რუსეთის პატრიარქის მოლოცვამ ძალიან გამახარა

11 ნოემბერი, 2013 • • 925
მარგველაშვილი: რუსეთის პატრიარქის მოლოცვამ ძალიან გამახარა

აღნიშნულ ინტერვიუში მარგველაშვილი რუსეთის პატრიარქის მილოცვასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს იყო კარგი ფონი ორი მართლმადიდებელი ერისთვის.

 

„რუსეთის პატრიარქის მოლოცვამ ძალიან გამახარა. ეს იყო ხაზგასმა იმ ფაქტის, რომ ის იარები, რომლებიც შექმნეს პოლიტიკოსებმა, იმ ადამიანების მიერ უნდა შეხორცდეს, ვინც ორიენტირებულია კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.”

 

მისი თქმით, პოლიტიკოსებმა ხელი არ უნდა შეუშალონ ხალხებს შორის ურთიერთობებს, უნდა შეიქმნას ფონი, სადაც ბიზნესი, კულტურული და ნათესაური კავშირები თავის ნაყოფს გამოიტანს.

 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ახალმა ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის მოხსნის ასპექტში უკვე გადადგა ნაბიჯი, მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის დანიშვნით და სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობით.

 

„ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები და განვაცხადეთ, რომ შევეცდებით გადავიყვანოთ ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობებიდან რაციონალურ ჩარჩოში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი