ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძის აქცენტები იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას

10 ნოემბერი, 2013 • • 1100
მაია ფანჯიკიძის აქცენტები იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას

გამოსვლის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა იუნესკოს თხოვნით მიმართა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების შემსწავლელი მისია გამოგზავნოს:

 

“იუნესკო ძირითადად კულტურისა და განათლების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, ძალიან აქტიური საქართველოში, განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი და აქვს უფრო ფართო გეგმები. ჩვენც ვფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ იუნესკოსთან თანამშრომლობა. ამ გამოსვლაში მე ხაზი გავუსვი განაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მდგომარეობას, ენების მდგომარებას, მათ შორის აფხაზური და ოსური ენების მდგომარეობას. ვისაუბრე იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არის აბსოლუტურად დაუცველი და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. არსებობს ასეთი მექანიზმი, რომ იუნესკომ გამოგზავნოს შემსწავლელი მისია, რომელიც სწორედ ამ ძეგლების მდგომარეობით დაინტერესდება. გუშინ მქონდა შეხვედრა გენერალურ მდივანთან და მას ეს თხოვნა  გავუზიარე. გარდა ამისა, ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე ასეთი მისიის ჩამოსვლის აუცილებლობა”– განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი