“პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვასთან დაკავშირებით მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ეს დროშა აღმართულია მხოლოდ ერთი დღით სასახლეში მუსიკალური კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით. ხვალ, შუადღის შემდეგ სასახლის გუმბათზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაბრუნდება”.– წერს ბარნოვი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ნოემბერს სახელმწიფო დროში ნაცვლად პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე გულებიანი დროშა ფრიალებს. აღნიშნული დროშა საქართველოს დროშის მსგავსია, განსხვავება ისაა, რომ ჯვრების ნაცვლად დროშაზე გულებია გამოსახული. ახალი დროშის პრეზენტაცია “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო ყრილობაზე გაიმართა და მიხეილ სააკაშვილმა პარტიას შეთავაზა, “ნაციონალური მოძრაობის” დროშა სწორედ გულებით დახატული დროშა ყოფილიყო.