ახალი ამბები

რუსეთმა Google-ს IP მისამართების დაბლოკვის მიზეზად Telegram-ი დაასახელა

22 აპრილი, 2018 • 1473
რუსეთმა Google-ს IP მისამართების დაბლოკვის მიზეზად Telegram-ი დაასახელა

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიამ Google-ის IP მისამართების დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

როსკომნდაზორი განმარტავს, რომ Google-ზე წვდომა ტელეგრამის წინააღმდეგ სანქციების გამო მოხდა. ვინაიდან გუგლის IP მისამართებით ტელეგრამზე წვდომა შესაძლო იყო, სერვისის ბლოკირებისთვის “სავ სიაში” Google-ის IP მისამართებიც აღმოჩნდა.

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ google-ს დაახლოებით 60 IP მისამართი დაბლოკა. შედეგად, რუსეთში მცხოვრებ მომხმარებლებს საძიებო გვერდისა და მასთან დაკავშირებული სერვისებთან  წვდომის პრობლემა აქვთ.

Meduza-ს ინფორმაციით, 2018 წლის 16 აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი დაბლოკილია. აპლიკაციის დაბლოკვის მიზეზი გახდა ის, რომ აპლიკაციამ უარი განაცხადა, სახელმწიფო  ორგანოსთვის გადაეცა დაშიფრული მესიჯების წასაკითხად საჭირო კოდები.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, მესიჯებზე წვდომა პოტენციური ტერორისტების გამოსავლენად სჭირდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სერვისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მესამე პირებს მათი მომხმარებლის წერილებზე წვდომა არ ჰქონოდათ.

ილუსტრაცია: AFP PHOTO, Alexander NEMENOV, AFP/Getty Images

მასალების გადაბეჭდვის წესი